რედაქტორის წინასიტყვაობა

ავტორები

  • ივანე ლეჟავა

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu.15120473.2025.18.14

საკვანძო სიტყვები:

ენათმეცნიერების საკითხები, ჟურნალი, ლინგვისტიკა

ანოტაცია

სამეცნიერო ჟურნალი „ენათმეცნიერების საკითხები“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პერიოდულ გამოცემას, რომელშიც იბეჭდება ნაშრომები თეორიული, შედარებითი და გამოყენებითი ენათმეცნიერების, ქართველო­ლოგიის, აღმოსავ­ლეთ­მცოდნეობის, კავკასი­ო­ლო­გიის, დასავლეთევროპული ფილო­ლოგიისა და ენათმეცნი­ერების ისტორიის საკითხებზე.

ჟურნალის სარედაქციო  ­კოლეგიის წევრები არიან ჰუმანიტარულ მეცნიე­რებათა ფაკულტეტის ფილოლო­გიის მიმარ­თულების წარ­მომადგენლები, ხოლო სარედაქციო საბჭოს წევრები – გამოჩენილი ქართველი და უცხოელი ენათ­მეცნიერები. ჟურნალი „ენათმეცნიერების საკითხები“ ივანე ჯავახიშვილის სახე­ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოდის 1999 წლიდან. 2007 წლიდან ჟურნალის გამომცემელი ახალი ფორმატითა და გაფართოებული თემატი­კით არის ივანე ჯავახიშვილის სახე­ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. აღნიშნულ პერიოდში დაიბეჭდა 17 ნომერი, რომლებიც    განთავსებულია გამომცემლობის ვებგვერდზე. „ენათმეცნიერების საკითხების“ 2025 წლის ნომერი (2025, N. 18. 145 გვ.), გამოირჩევა სტატიათა თემა­ტური მრავალფეროვნებით და ეძღვნება ფრაზეოლოგიის, ქართველური ენების, ფონეტიკის, ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის, ეტიმო­ლოგიის, ლექსიკოლოგიის, ენათა შეპირისპირებითი ანალიზის, ხაზოვანი წარწერების გაშიფვრისა და დიალექტოლოგიის საკითხებს.

 

ივანე ლეჟავა

ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ავტორის ბიოგრაფია

ივანე ლეჟავა

ივანე ლეჟავა დაიბადა 22.11.1944 ქ. თბილისში, ფილოლოგი-ლინგვისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ექსპერიმენტული ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. დააამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლიგვისტიკის განყოფილება (1966) და ასპირანტურა (1969), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1985). თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საენათმეცნიერო პერიოდული ჟურნალ "ენათმეცნიერების საკითხების" რედაქტორი (2021-2025). დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით (2024). სამეცნიეროო ნაშრომები და მოხსენებები ეხება ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის საკითხებს: ენათა სეგმენტური და სუპრასეგმენტული ერთეულების შესწავლას, ბგერითი შემადგენლობის დადგენასა და პროსოდიული თავისებურებების გამოვლენას არტიკულაციური, აკუსტიკური და პერცეფციული ფონეტიკის მეთოდებით; ექსპერიმენტულ-ფონეტიკური კვლევა ჩატარებული აქვს ქართველურ, კავკასიურ და ინდოევროპულ ენათა მასალაზე.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-12

გამოცემა

სექცია

რედაქტორის წინასიტყვაობა