ქართულიდან ნასესხები ლექსიკის ადაპტაციისათვის ჰინუხურ ენაში
საკვანძო სიტყვები:
არეალური ლინგვისტიკა, ფონეტიკური ადაპტაცია, სესხება, ენობრივი კონტაქტიანოტაცია
სტატიაში განხილულია ქართულიდან ჰინუხურ ენაში ნასესხები ლექსიკა და დადგენილია ამ ნასესხობათა კანონზომიერებანი. გარკვეულია, რომ ისტორიულად საკვლევ ენებს (resp. ხალხებს) ერთმანეთთან ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტები, რაც ცხადყოფილია ძველი თუ ახალი ლექსიკური ნასესხობებით. შესასწავლ ენათა და დიალექტთა მონაცემების მაქსიმალური გათვალისწინებით, გამოკვლევაში ნაჩვენებია სესხების გზები და შესაბამისი სტრუქტურულ-სემანტიკური ადაპტაციის საკითხები. წარმოდგენილია მარტივ ლექსიკურ ნასესხობათა რელატიური ქრონოლოგიის დადგენის ცდა და ნაჩვენებია შესაბამის სიტყვათა სტრუქტურულ-სემანტიკური ადაპტაციის თავისებურებანი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



