გეტიერის პრობლემა
საკვანძო სიტყვები:
ცოდნა, გეტიერი, ეპისტემოლოგია, ლოგიკაანოტაცია
აშრომი ეძღვნება ცოდნის კლასიკური დეფინიციის დადასტურებადი ჭეშმარიტი რწმენის (JTB) კრიტიკულ ანალიზს გეტიერის პრობლემის საფუძველზე. განხილულია ცოდნის სამი ფორმალურად მონათესავე მოდელი და ნაჩვენებია, რომ მათი პირობები არასაკმარისია პროპოზიციული ცოდნის დასადგენად. ეპისტემოლოგიური ქეისების ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლებელია პროპოზიცია იყოს ჭეშმარიტი, სუბიექტს სწამდეს იგი და გააჩნდეს მისი დადასტურებადი რწმუნებულება, თუმცა მიუხედავად ამისა, ცოდნა მაინც არ ფიქსირდებოდეს. დამატებით, წარმოდგენილია შესაძლო სამყაროების სემანტიკური ანალიზი კრიპკეს მოდელის გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც ცხადდება, რომ გეტიერის ტიპის ქეისებში ჭეშმარიტება შემთხვევით ემთხვევა რწმენას იმ სამყაროში, რომელიც ეპისტემურად ხელმისაწვდომად მიიჩნევა. დასკვნით დგინდება, რომ JTB მოდელი ვერ უზრუნველყოფს ცოდნის საკმარის კრიტერიუმს და საჭიროებს არსებით გადახედვას.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .