აღულური ენის ლექსიკოგრაფიული კვლევები და ახალი აღულურ-ქართულ ინგლისური ლექსიკონი

მიმოხილვითი სტატია

ავტორები

  • მაკა თეთრაძე თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

აღულური ენა, ლექსიკონი, ლექსიკოგრაფია, დაღესტნური ენები

ანოტაცია

სტატიაში მიმოხილულია ლექსიკოგრაფიული კვლევები აღულური ენის შესახებ და ახალი აღულურ-ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შექმნის კონცეფცია. აღულური ენა დაღესტნის საფრთხეში მყოფ ენათა რიგს მიეკუთვნება და აღულთა უმრავლესობა ორენოვანია, რაც გულისხმობს თაობათა შორის ენის ტრანსმისიის შესუსტებას; შესაბამისად, ენის დოკუმენტაცია და სასწავლო და კვლევითი რესურსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სტატიაში განხილულია აღულური ლექსიკოგრაფიის ძირითად ეტაპები. გაანალიზებულია ა. დირის (1907) გრამატიკული ნარკვევი და გლოსარიუმის ძირითადი მახასიათებლები; მიმოხილულია რ. შაუმიანის (1941) გრამატიკა და აღულურ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 1933 წლის საველე მასალას ეყრდნობა; ასევე აღწერილია მ. რამაზანოვის (2010) აღულურ-რუსული ლექსიკონი, რომელიც დაახლოებით 40 000 სალექსიკონო სიტყვასტატიისგან შედგება და შეიცავს გრამატიკულ ცნობებს, მაგალითებსა და სესხების უფრო დეტალურ მარკირებას. მოკლედ არის განხილული ასევე თანამედროვე ციფრული რესურსები (ონლაინ-ლექსიკონები და მონაცემთა ბაზები). ამ მიმოხილვის საფუძველზე წარმოდგენილია ახალი აღულურ-ქართული-ინგლისური ლექსიკონის კონცეფცია პროექტის „კავკასიურ-ქართული ლექსიკონები 3“ ფარგლებში. დაგეგმილი მაკროსტრუქტურაში მოიაზრება, როგორც სამეცნიერო სიზუსტე, ასევე – ლექსიკონის გამოყენების ფართო პერსპექტივა. ლექსიკონის წინასწარი დიზაინი ამგვარია: მეთაური სიტყვა, ტრანსლიტერაცია (ლათინური და ქართული), დიალექტური მარკირება, მონაცემები, მეტყველების ნაწილი, მეთაური სიტყვის შესაბამისი ფლექსიური ფორმები, თარგმანი ქართულად და ინგლისურად, კორპუსზე დაფუძნებული მაგალითები, რეგისტრი და სხვა სემანტიკური თუ გრამატიკული ინფორმაცია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-11