ხინალუღური ენის ადგილის განსაზღვრისათვის დაღესტნურ ენათა შორის
საკვანძო სიტყვები:
the Khinalug language, Dagestan languages, comparative studiesანოტაცია
ხინალუღური ენის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ორი განსხვავებული თვალსაზრისი გვხვდება: ზოგიერთი მკვლევრის (რ. ერკერტი, ჟ. დიუმეზილი, ე. ბოკარევი, ბ. თალიბოვი, გ. კლიმოვი, ა. კიბრიკი, ს. კოძასოვი, ი. ოლოვიანიკოვა, ბ. გიგინეიშვილი, ალ. მაჰომეტოვი, გ. თოფურია, ფ. განიევა, მ. ქურდიანი და სხვა) აზრით, ხინალუღური ენა ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფში შედის, ხოლო როგორც სხვები (ნ. ტრუბეცკოი, რ. ლაფონი, რ. შაუმიანი, ი. დეშერიევი, მ. ალექსეევი, ვ. შულცე და სხვა) მიიჩნევენ, ხინალუღური ქმნის ცალკე ქვეჯგუფს დაღესტნურ (ან ნახურ-დაღესტნურ) ენათა შორის. ხინალუღურ ენას მრავალი თავისებურება ახასიათებს, რომელიც განსაკუთრებით მორფოლოგიისა და ლექსიკის კუთხით ვლინდება. ამასთან, ზოგიერთი ფონეტიკური პროცესი გვიჩვენებს, რომ ხინალუღური არ წარმოქმნილა საერთოლეზგიური ფუძე-ენის დაშლის შედეგად. რაც შეეხება ბ. გიგინეიშვილის მოსაზრებას, რომლის თანახმად ხინალუღური წინარელეზგიური ერთობიდან არჩიბულისა და უდიურის შემდეგ გავიდა, ის მხოლოდ *ბ > * ფონეტიკურ პროცესს ეფუძნება. საფიქრებელია, რომ ეს პროცესი ხინალუღურსა და ლეზგიურ ენებში პარალელურად განვითარდა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



