ზოგიერთ მწკრივთა სემანტიკური ურთიერთმიმართებისათვის რთულ კონსტრუქციებში
საკვანძო სიტყვები:
მწკრივი, სემანტიკური ურთიერთმიმართება, პარატაქსი, ჰიპოტაქსიანოტაცია
ახალ ქართულში მწკრივთა სიახლოვე ნათლად ვლინდება რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში. პარატაქსულსა და ჰიპოტაქსურ კონსტრუქციებში ერთმანეთის გვერდით ბუნებრივად ლაგდება და ერთმანეთს მიემართება არა მხოლოდ ერთგვარი მწკრივები, არამედ არაერთგვარი მწკრივებიც, რომელთა ურთიერთმიმართებასაც განაპირობებს აზრობრივშინაარსობრივი და მორფო-სინტაქსური კატეგორიები. ახალ ქართულში უწყვეტელი მხოლოდ წარსული დროის მატარებელია, წყვეტილის მწკრივით გადმოიცემა წარსული ან მომავალი დრო, I თურმეობითით ახლანდელი ან მომავალი დრო, II თურმეობითით - წარსული, ხოლო კავშირებითი კილოს ფუნქციით ხმარებისას შაფარდებით მომავალს გამოხატავს. რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში ვიღებთ როგორც მწკრივთა თანამიმდევრობის, ისე შეფარდებით მოდელებს: უწყვეტელი - I თურმეობითი („დიაღ, სულ თურმე ვიცინოდი და ამ სიცილს ერთი კარგი უსიამოვნება მოუხდენია“), უწყვეტელი - II თურმეობითი („მე მარტო ის მინდოდა, რომ ჩემი ობოლი თავი შენთა ფეხ-ქვშ გზად გამეშალა“), წყვეტილი - I თურმეობითი („ყველას ძალიან გაუკვირდა ეს სიმარჯვე ახალგაზრდა მეთოფის, მაგრამ თვითომ არც კი შეუმჩნევია, თოფს დაუწყო ფერვა“), წყვეტილი - II თურმეობითი („ავიხედე, ნისლებით გაჭედილიყო ხევ-ხუვი“), ან მათი შებრუნებული წყობა: I თურმეობითი - უწყვეტელი („დიდ ხანს არ გაუვლია, რომ სუფრას ვუსხედით გვერძე და ბუხარში შვლის მწვადები შიშინებდა“), I თურმეობითი - წყვეტილი („გაწუწულა კი ძალიან და სახაბაზოში შევგზავნე თორნეზე გასაშრობად“), II თურმეობითი - უწყვეტელი („წყლის მუშა ყოფილიყო, საწყალი, ქანცგაწყვეტილი ფართხალებდა“), II თურმეობითი - წყვეტილი („გლეხის ვახშამი დიაღ გადასულიყო, როცა პეპიას სახლთან მივედი“). რა განაპირობებს მწკრივთა ასეთ კომბინაციას? რატომ ლაგდება ბუნებრივად აღნიშნული მწკრივები ერთმანეთის გვერდით რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში? აღნიშნულ მწკრივთა წყვილებს აერთიანებთ საერთო ნიშანი, ელემენტი, მორფოლოგიური კატეგორია. სწორეს ეს საერთო ნიშანი იძლევა ბუნებრივად მწკრივთა თანანიმდევრობას ან შეფარდებას. ჩანს, ქართულში არაერთგვარ მწკრივთა თანამიმდევრობა ან და შეფარდება დამოკიდებულია მწკრივთა საერთო თვისებაზე, საერთო ელემენტზე. დასახელებული მწკრივთა წყვილები ბუნებრივი კომპონენტები არიან და თავისუფლად ლაგდებიან ერთამეთის გვერდით, რაც განპირობებულია აღნიშნულ მწკრივთა საერთო მორფოსინტაქსური კატეგორიებით, დრო-კილოთა ფორმებით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



