პიპოტაქსის ფორმირების ერთი საშუალება ზანურში
საკვანძო სიტყვები:
წინადადება, სტრუქტურა, ზანურიანოტაცია
მოძიებულმა მასალამ და სათანადო ენობრივმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ზანური ენის ორივე დიალექტის, მეგრულისა და ჭანურის მონაცემების გათვალისწინებით (რა თქმა უნდა, სხვა ქართველურ ენათა მიმართებაში) ნაშრომში არაერთი კონკრეტული თუ ზოგადი დასკვნები და დებულებებია წამოყენებული. აქ ის გზაცაა ნაჩვენები, რიგ შემთხვევაში, რაც განვლო ქართველურმა წინადადებამ პარატაქსიიდან ჰიპოტაქსიის ჩამოყალიბებამდე. პატარაქსი (თანწყობა) ისტორიულად უსწრებს ჰიპოტაქსს (ქვეწყობას). სპეციალურ ლიტერატურაში მართებულად მიუთითებენ, რომ უძველეს საფეხურზე რთული წინადადება იყო უკავშირო, ასიდენტური, ურთიერთობა გამოიხატებოდა მხოლოდ ინტონაციით. განვითარების შემდგომ საფეხურად მიიჩნევენ მიმღეობისა და აბსოლუტივის კონსტრუქციათა გამოყენებას ფიპოტაქსურ წინადადებაში და, რომ ასეთი კონსტრუქციები დღესაც გვაქვს დაღესტანურ ენებში. შემდეგ უკვე ისახება დამოკიდებული წინადადება თავისი ნაცვალსახელზმნისართებით, შეხედულება, რომ ყოველი სახის დამოკიდებული წინადადება ქართულში წარმოადგენს კითხვით წინადადებას, დღესაც ფასეულია. ნაშრომში გაანალიზებული და შესაბამის მასალაზე დაკვირვების შედეგად მიღებული შედეგი უპირველესად ქართველურ ენათა ფიპოტაქსის ადრეული საფეხურების კვლევისთვისაა ყურადსაღები, ასევე სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათათვის, სადაც ფაქტობრივ რთული ქვეწყობილი წინადადება არცა გვაქვს, თუ გვაქვს ჩანასახის სახით. აი, აქაა ზანურის ვითარების გარკვევა ძალზე ფასეული. ამდენად, ეს საკითხი ზოგადმეცნიერული თვალსაზრისითაა საინტერესო.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



