დსთ-ს მიმართ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ /ალმა-ათის შეხვედრის ანალიზი/
მოგონება
საკვანძო სიტყვები:
დსთ, ზვიად გამსახურდია, ნეგატიური დამოკიდებულება, ნემო ბურჭულაძეანოტაცია
კაცობრიობის ისტორიაში იშვიათია ისეთი მნიშვნელობის მოვლენა, როგორიც სსრკ-ს დაშლა, რომლის სრული ანალიზი, მიზეზები თუ მასში მონაწილე სახელმწიფოებისა და პიროვნე-ბების როლის შესწავლა-შეფასება რთული, ხანგრძლივი პროცე-სია და მას არაერთი თაობის შრომა და კვლევა მიეძღვნება.
საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურ-დიამ, რომლის 80 წლის იუბილეს დღეს აღვნიშნავთ, ყველაზე მეტი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი გადაიტანა, რომ თავისუფლება მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი ღვაწლი გამორჩეულია მსოფლიოს ამ მეტასტასებგადგმული ავთვისებია-ნი სიმსივნის, ბოროტების იმპერიის - სსრკ-სგან ხსნაში.
რა თქმა უნდა, ცივილიზებული სამყარო საბჭოთა კავშირის, ფაშიზმზე უარესი „რუსული სოციალიზმის“ დემონტაჟს დაარსე-ბის დღიდან ცდილობდა, მაგრამ ამას 70 წელი დასჭირდა.
ეკონიმიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა გასული საუკუ-ნის 80-იან წლებში იმპერიის მმართველები აიძულა ადამიანები-სათვის (დღევანდელი თაობისთვის ალბათ უცნაურია) საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება მიეცათ, როგორც თვითონ უწოდეს - პლურალიზმი. თუმცა ვერ გაითვალისწინეს, რომ ადამიანებიც და ერებიც მოითხოვდნენ მთავარს - თავისუფლებას.
განსაკუთრებით გააქტიურდნენ არარუსი დისიდენტები. რუს დისიდენტებს იმპერიის გაკეთილშობილება - გადემოკრა-ტიულება სურდათ, დანარჩენებისთვის კი მიუღებელი და გაუგებარი იყო ტერმინი - „დემოკრატიული იმპერია“ და ძირი-თადი აქცენტი გადაიტანეს ეროვნულ თავისუფლებაზე, ვინაი-დან დამონებულ ერში პიროვნული თავისუფლება წარმო-უდგენელია.
საბჭოთა რესპუბლიკებში ჩამოყალიბდა და გააქტიურდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორისაც ლიდერის პოზიციას საქართველო და მისი გამათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი - ზვიად გამსახურდია იკავებდა. აგონიაში მყოფმა იმპერიამ ნაცად ხერხს მიმართა და 1989 წლის 9 აპრილს თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუ-კიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული მომიტინგეები, მათ შორის მოშიმშილეები მესანგრის ნიჩბებით აჩეხა, ასობით ადამიანი კი საერთაშორისო ნორმებით აკრძალული მომწამლავი აირით წლების მანძილზე იღუპებოდა, მაგრამ ამან არათუ დააშინა, არამედ უფრო გააძლიერა ბრძოლისუნარიანობა დამპყრობლის მიმართ.
1990 წლის გაზაფხულზე ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც ფაქტიურად მართავდა პროცესებს საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს მიაღებინა დადგენილება, რომლის მიხედვით საქარ-თველო 1921 წელს რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. იმავე წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ სსრკ-ს ისტორიაში პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომლის უპირობო ლიდე-რი ზვიად გამსახურდია გახლდათ და რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული (მე, ჩემი შვილები და შვილიშვილები ვამაყობთ, რომ ვიყავი მისი მოადგილე).
დღემდე ეს არჩევნები ერთადერთია საქართველოში, როდე-საც არც ერთ დამარცხებულს არ წამოცდენია, რომ თუნდაც ერთი ხმა გაუყალბეს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2019 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .


