ტერმინოგიური პრობლემები განათლების ევროპულენოვანი სტანდარტების ქართულენოვან თარგმანებში

ავტორები

  • ია ჯიქია

საკვანძო სიტყვები:

ტერმინოგიური პრობლემები, განათლების სტანდარტები, განათლების ევროპულენოვანი სტანდარტები, ქართულენოვანი თარგმანები, ბოლონიის პროცესი

ანოტაცია

ქართული ენა მუდამ არასასურველ გეოპოლიტიკურ გარემოში იყო მდებარეობის, პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციების, სრულიად ქვეყნის ბედისწერის გამო. ქართული ენა არასდროს ყოფილა დაზღვეული უცხო ენათა გავლენისაგან. საბჭოურ სივრცეში საგანმანათლებლო სისტემის დაგეგმვა და ტერმინოლოგიის შექმნა რუსეთში ხდებოდა. საქართველო, როგორც საბჭოთა სივრცის ნაწილი, იზიარებდა ყველა დადგენილ ნორმასა თუ სტანდატს. მთელი საბჭოთა სივრცისათვის გასაგები იყო საგანმანათლებლო ტერმინები: ჩათვლა, სესიები, ჩათვლის წიგნაკი, ასპირანტურა, დოცენტი, აკადემიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი და ა.შ.; რუსეთის მონოიდეოლოგია, რომელიც ახლდა სწავლების პროცესს, დასრულდა. პოსტსაბჭოთა პერიოდში საბჭოური ტერმინოლოგიური ინერციის პარალელურად ევროტერმინების გაუაზრებელმა შემოდინებამ საქართველოს განათლების სფეროში ტერმინოლოგიური ქაოსი გამოიწვია. 1997 წელს საქართველო მჭიდრო კავშირს ამყარებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან და ერთვება ბოლონიის პროცესში. ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა: უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია (1998). ცხადია, ამ ფაქტმა გამოიწვია სახელმძღვანელო დოკუმენტის თარგმნის აუცილებლობა ეს დოკუმენტები შემოდიოდა სხვადასხვა ენობრივი სამყაროდან ინგლისური, გერმანული, ფრანგული დედნების სახით, რასაც მოსდევდა ინტენსიური მუშაობა განათლების სამინისტროს შესაბამის კომისიებში. როგორც ვხედავთ, თითქმის ორი ათეული წელია ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა ექვემდებარება ევროგაერთიანების მიერ შემუშავებულ ე.წ. ბოლონიის პროცესს. თვით ტერმინი “პროცესი“ მიუთითებს, რომ ტერმინშემოქმედება ამ სისტემაში კვლავ მიმდინარეობს.მოგვეძალა ნასესხები ტერმინები და ამ დაჩქარებულ სესხებათა ჟამს ქართული ტერმინთშემოქმედება ჩამორჩა დროის მოთხოვნებს. მოხსენებაში განხილულია ბერძნულ-ლათინურ ძირზე აგებული ნასესხები ტერმინების გამოყენების შემთხვევები, ტერმინოლოგიური დუბლეტები, სიჭრელე ტერმინის თარგმნაში, სინონიმია და პოლისემია. დღეს, როდესაც გლობალიზაცია მძაფრი საზოგადოებრივი პროცესია, მეტი ძალისხმევა გვმართებს, რათა შევინარჩუნოთ მრავალსაუკუნოვანი ქართული ენა, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ უნდა აგვერიოს ენის მიმართ უპასისმგებლო დამოკიდებულებაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვქონდეს საგანგებო კანონები და ინსტიტუტები, რომლებიც ამ საქმეს მოემსახურებიან.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2013-12-12

როგორ უნდა ციტირება

ჯიქია ი. (2013). ტერმინოგიური პრობლემები განათლების ევროპულენოვანი სტანდარტების ქართულენოვან თარგმანებში. ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, (2), 164–171. Retrieved from https://phasis.tsu.ge/index.php/apk/article/view/10350

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.